Thumbnail

17 წლის Bhad Bhabie აბებზე დამოკიდებულების გამო სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

17 წლის ჰიპ ჰოპ შემსრულებელი, ბედ ბეიბი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. როგორც მუსიკოსის წარმომადგენლები აღნიშნავენ, გოგონამ დაწესებულებას თავისივე სურვილით მიმართა და უკვე რამდენიმე კვირაა, იქ იმყოფება.

"შავკანიანებთან ტარზანივით გავიზარდე" - Bhad Bhabie რასიზმში დაადანაშაულეს

Bhad Bhabie: ბილი აილიში რაც პოპულარული გახდა, აღარ მემეგობრება

"ბოლო წლების განმავლობაში დანიელა დაუღალავად მუშაობდა და გადაწყვიტა, პირადი პრობლემების მოსაგვარებლად, შესვენება აიღოს. ის უკვე რამდენიმე კვირაა, სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება, სადაც პროფესიონალურ დახმარებას იღებს. მას ძალიან უყვარს თავისი თაყვანისმცემლები და გპირდებათ, იმაზე ჯანმრთელი და კარგ ფორმაში მყოფი დაგიბრუნდებათ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. გთხოვთ, ამ დროის განმავლობაში პატივი სცეთ მის პირად ცხოვრებას", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ონლაინ გამოცემა TMZ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რეპერს ბავშვობაში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმებისგან თავის დაღწევა და ნივთიერებაზე, კერძოდ ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ პრეპარატებზე დამოკიდებულების მოხსნა სურს. სარეაბილიტაციო კურსის ხანგრძლივობა 30-დან 90 დღემდეა განსაზღვრული.

Bhad Bhabie კანის გამუქების გამო გააკრიტიკეს

აღსანიშნავია, რომ ბედ ბეიბის პასიურობა სოციალურ ქსელებში სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც აშშ-ში თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ანტირასისტული დემონსტრაციები მოჰყვა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იმიტომ გახდა, რომ გოგონა აფროამერიკული კულტურითაა გატაცებული და ამის გამო არაერთ სკანდალშიც გახვეულა. ამერიკელი რეპერი, CHIKA დაინტერესდა, რატომ არ შეუერთდა გოგონა პროტესტს და ტვიტერზე დაწერა:

"ის ცალტვინა ბედ ბეიბი რაღაც ჩუმადაა. არც გარეთ გამოსული შეუნიშნავს ვინმეს".

სწორედ ამის შემდეგ გაავრცელეს მუსიკოსის წარმომადგენლებმა განცხადება, მანამდე კი ბედ ბეიბის ინსტაგრამზე შავკანიანთა სოლიდარობის ნიშნად პოსტიც გამოქვეყნდა.

დანიელა ბრეგოლიმ, ფსევდონიმით Bhad Bhabie, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს მან პირველი სინგლი These Heaux გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ასეულში მოხვდა. ამ შედეგით დანიელა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი რეპერი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი "15" გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული