Thumbnail

შოტლანდიურმა ინდი როკ ჯგუფმა Travis ახალი კომპოზიცია A Ghost და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში 10 Songs შევა, რომელსაც მუსიკოსები, 4-წლიანი პაუზის შემდეგ, 9 ოქტომბერს გამოსცემენ.

ნახეთ: Travis კოპოზიციის Kissing In The Wind კლიპს ავრცელებს

Travis ქალაქ გლაზგოში 1990 წელს შეიქმნა. 1997 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Good Feeling გაავრცელა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა მათი ყველაზე წარმატებული ჩანაწერი The Man Who გამოსცეს. კოლექტივს ამ დრომდე რვა სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული