Thumbnail

ნახეთ: ჯეი ზის კლიპი, რომელშიც რეპერი 8-მილიონიან მანქანას მართავს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვეტერანი ბრუკლინელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯეი ზისა და პოპვარსკვლავ ბიონსეს ავტოსადგომი, 2019 წლის მონაცემებით, 15 მანქანას ითვლის. მათ შორის ათი რეპერის მიერაა შეძენილი, ხუთი კი მომღერალს ეკუთვნის. მუსიკოსების კოლექცია ისეთ ძვირფას მანქანებს მოიცავს, როგორებიცაა Alfa Romeo Spider და Jeep Wrangler. იქ ასევე შეხვდებით ავტომობილებს: Mercedes-Benz SLR McLaren, Ferrari F430, Rolls-Royce Silver Cloud, Tesla Model S, 1957 წელს გამოშვებულ Chevrolet Corvette-ს, აგრეთვე, Buggati Veyron-ს, რომელიც ბიონსემ ჯეი ზის დაბადების დღეზე აჩუქა.

კლიპებში ძვირადღირებული მანქანებით თავის მოწონება რეპერების მხრიდან სიახლე არ არის. თაყვანისმცემლებს არ გამორჩენიათ, რომ 2006 წელს გადაღებულ ვიდეორგოლში Lost One ჯეი ზი 8 მილიონ დოლარად შეფასებულ Maybach Exelero-ს მართავს, რომელსაც საათში 350 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

ნახეთ: ჯეი ზიმ 2020 წლის ფავორიტი ტრეკები დაასახელა

კომპოზიცია Lost One, რომლის კლიპიც ჯეი ზიმ 37-ე დაბადების დღეზე, 2006 წლის 4 დეკემბერს გამოაქვეყნა, მის რიგით მე-9 სტუდიურ ალბომში Kingdom Come არის წარმოდგენილი. ტრეკში ამერიკელი არენბი შემსრულებელი კრისეტ მიშელი მონაწილეობს. ნამუშევრის ერთ-ერთი პროდიუსერი კი ლეგენდარული კალიფორნიელი მუსიკოსი, დოქტორ დრე გახლავთ.

22 გრემის მფლობელმა ჯეი ზიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ჩანაწერი Reasonable Doubt, რომელიც გაყიდვაში 1996 წელს ჩაეშვა, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს შონ კარტერის ქონებამ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით, ჯეი პირველი მილიარდერი ჰიპ ჰოპ არტისტი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული