Thumbnail

BTS-ის შუგამ ბილბორდის ჩარტებში რეკორდი დაამყარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბოიბენდის, BTS-ის წევრი, შუგა პირველი კორეელი სოლო არტისტი გახდა, რომელიც ერთდროულად ბილბორდის ალბომებისა და ცხელი ასეულის ჩარტებში მოხვდა. მიქსტეიპმა D-2, რომელიც მინ იუნგიმ ფსევდონიმით Agust D გაავრცელა, Billboard 200-ში მე-11 ადგილი დაიკავა, მასში შესული კომპოზიციის Daechwita დებიუტი კი ჰიტ-აღლუმში 76-ე პოზიციაზე შედგა.

BTS-ის შუგამ, პირდაპირ ეთერში ხატვისას, ჯგუფის მომავალ ალბომზე ისაუბრა

შუგამ ბილბორდის არტისტების ასეულშიც დაამყარა რეკორდი. მან, კორეელ შემსრულებლებს შორის, ამ ჩარტში ყველაზე მაღალი პოზიცია, მეოთხე ადგილი დაიკავა. ამასთან, ის გახდა პირველი კორეელი სოლო არტისტი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ალბომების ოფიციალური ჩარტის ათეულში მოხვდა (#7).

შუგამ რიგით მეორე მიქსტეიპი 22 მაისს გაავრცელა. 10 კომპოზიციისგან შემდგარ ნამუშევარში კოლექტივის წევრ RM-თან, ამერიკელ მუსიკოს MAX-თან, სამხრეთკორეელ მუსიკოს NiiHWA-სა და ჯგუფ Nell-ის წევრ, კიმ ჯონგ-ვანთან ერთად ჩაწერილი სიმღერებია შესული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული