Thumbnail

ფოტოგალერეა: მუსიკოსები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საპროტესტო აქციებზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აშშ-ში თეთრკანიანი პოლიციელის, დერეკ შოვინის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შედეგად დაწყებულ ანტირასისტულ საპროტესტო გამოსვლებს არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის შოუბიზნესის წარმომადგენლები შეუერთდნენ. გთავაზობთ მუსიკოსების ფოტოებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციებზე კამერებმა აღბეჭდეს.

მუსიკოსები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სამართლიან განაჩენს მოითხოვენ

Halsey: აქციაზე ახლო მანძილიდან რომ მომხვედროდა ტყვია, სერიოზულ ტრავმას მივიღებდი

მუსიკოსები პოლიციელის მიერ შავკანიანი რეპერის მკვლელობას აპროტესტებენ

Ariana Grande

ლოს ანჯელესში მიმდინარე აქციაზე გამოჩნდა ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე. მას ხელში მუყაოს ქაღალდი ეჭირა წარწერით - Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე ღირებულია).

Halsey & Yungblud

ლოს ანჯელესში მიმდინარე აქციებზე რეგულარულად დადიან ბრიტანელი არტისტი იანგბლადი და ამერიკელი პოპვარსკლავი, ჰოლზი. ამ უკანასკნელს სამართალდამცველებისგან რეზინის ტყვიაც მოხვდა. როგორც კადრებიდან ჩანს, მუსიკოსები აქციის დაშლისას დაშავებული მოქალაქეების დახმარებას თავადაც ცდილობდნენ.

Camila Cabello & Shawn Mendes

კანადელი მუსიკოსი, შონ მენდესი და კუბელი მომღერალი, კამილა კაბეიო მაიამიში მიმდინარე დემონსტრაციას შეუერთდნენ. წყვილი საპროტესტო ბანერებით ხელში გადაიღეს. 

Kehlani

ლოს ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდა მომღერალი ქეილანიც.

Jamie Foxx

ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი, ჯეიმი ფოქსი აქციას სან ფრანცისკოში დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.

Machine Gun Kelly

კლივლენდელი რეპერი, კოლსონ ბეიკერი კი ლოს ანჯელესში მიმდინარე დემონსტრაციაზე ბანერით - "დუმილი ღალატია" გადაადგილდებოდა.

Nick Cannon

მინეაპოლისში მიმდინარე დემონსტრაციაზე მისულ ამერიკელ რეპერსა და მსახიობს, ნიკ ქენონს ხელში ჯორჯ ფლოიდის ფოტო ეჭირა და მისი მკვლელობის საქმეზე სამართლიან განაჩენს მოითხოვდა.  

J. Cole

გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტი ჩრდილოეთ კაროლინაში, ფაიეტვილში გამართულ აქციაზე მივიდა.

Tinashe

ამერიკელი მომღერალი, თინაშე კამერებმა ლოს ანჯელესში მიმდინარე აქციაზე დააფიქსირეს.

Lil Yachty

ატლანტელმა რეპერმა პროტესტის მონაწილეებს მიმართა - "მნიშვნელობა არ აქვს, შავი ხარ, თეთრი, მწვანე, ყვითელი თუ იასამნისფერი, ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ".

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე კვირაზე მეტია, აშშ-ში საპტოტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული