Thumbnail

ამერიკული როკ ჯგუფი The Flaming Lips ახალ კომპოზიციას Flowers of Neptune 6 ავრცელებს. სინგლი კოლექტივის რიგით მეთექვსმეტე ალბომში American Head შევა, რომელიც 2020 წელს გამოიცემა.

The Flaming Lips ოკლაჰომაში 1983 წელს შეიქმნა. 1986 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Hear It Is გაავრცელა. სამი გრემის მფლობელ ბენდს ამ დრომდე 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება 1999 წლის ნამუშევარმა The Soft Bulletin მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული