Thumbnail

მოუსმინეთ: Run The Jewels - A Few Words for the Firing Squad (Radiation)

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ დუეტმა Run The Jewels ახალი კომპოზიცია A Few Words for the Firing Squad (Radiation) გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში Run The Jewels 4 შევა, რომელიც გაყიდვაში 5 ივნისს ჩაეშვება. ნამუშევარი თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ეხმაურება.

ნახეთ: Run The Jewels მომავალი ალბომის გარეკანსა და ტრეკლისტს აქვეყნებს

ნახეთ: Run The Jewels კლიპს Ooh LA LA ავრცელებს

რეპერ ქილერ მაიქისა და პროდიუსერ ელ-ფის პროექტი 2013 წელს შეიქმნა. ამავე წელს დუეტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Run The Jewels ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის მომდევნო ორი ნაწილი არტისტებმა 2014 და 2016 წლებში გაავრცელეს. ჯგუფის სამივე ჩანაწერმა მუსიკის კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა. დუეტის ცნობილი კომპოზიციებია: Legend Has It, Nobody Speak, Oh My Darling და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული