Thumbnail

Tekashi 6ix9ine: პოლიციელის მიერ შავკანიანის მკვლელობაზე არაფრის თქმა შემიძლია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა რეპერმა, ტეკაში სიქსნაინმა ინსტაგრამზე განმარტა, რატომ არაფერს ამბობს თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით. მუსიკოსის თქმით, მას სამართალდამცველებთან დაკავშირებით უარყოფითი კომენტარების გაკეთება არ შეუძლია, რადგანაც ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.

Tekashi 6ix9ine-ის კლიპი GOOBA იუთუბზე რამდენიმე საათით დაიბლოკა

Tekashi 6ix9ine-მა ახალი კომპოზიციის გამოშვება გადადო

Tekashi 6ix9ine არიანა გრანდესა და ჯასტინ ბიბერს დაუპირისპირდა

"პირველ რიგში, გეტყვით, რომ ყველაფერს ვხედავ, რაც ხდება მსოფლიოში. ძალადობასა და ქაოსს. ყველამ იცით ჩემი სიტუაცია, ჯერ კიდევ არ ვარ თავისუფალი, სახლში ვარ, შინაპატიმრობაში. სწორედ ამიტომ, მთელ რიგ საკითხებზე ლაპარაკის საშუალება არ მაქვს - ერთადერთი შემიძლია, ჯორჯ ფლოიდის ოჯახს მივუსამძიმრო. ახლა მთავარია, ერთიანობა შევინარჩუნოთ. მშვიდად განისვენე, ჯორჯ ფლოიდ. რასიზმი უნდა დასრულდეს", - ამბობს მუსიკოსი და მაყურებლებს თავის ელექტრონულ სამაჯურს აჩვენებს.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე კვირაზე მეტია, აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული