Thumbnail

Faith Evans ქმარზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, Faith Evans პოლიციამ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. არტისტმა თავის ქმარს, დიჯეისა და პროდიუსერ Stevie J-ის დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველების განცხადებით, ადგილზე მისვლისას მათ მამაკაცის სახეზე ნაკაწრები და შეშუპება შენიშნეს.

უცნობია, რა საკითხზე მოუვიდა უთანხმოება ცოლ-ქმარს. ევანსი იმავე საღამოს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თავად წყვილს ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ფეით ევანსმა კარიერა 1974 წელს დაიწყო. ის პირველი ქალი მუსიკოსი გახდა, რომელმაც ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, P. Diddy-ს ლეიბლთან Bad Boy Records გააფორმა კონტრაქტი. ჯამში მას 18 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ევანსი The Notorious B.I.G.-ის ქვრივი გახლავთ. წყვილმა 1994 წელს იქორწინა. მუსიკოსმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ერთხელ მოახერხა. ის რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული