Thumbnail

ნახეთ: თინეიჯერი ჩესტერ ბენინგტონი Nirvana-ს სიმღერას Polly ასრულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Linkin Park-ის ყოფილი ფრონტმენის, ჩესტერ ბენინგტონის პირველმა ბენდმა Grey Daze ფეისბუქის გვერდზე საარქივო კადრები გაავრცელა, რომელშიც თინეიჯერი ჩესტერი ავტოფარეხში ლეგენდარული ამერიკული კოლექტივის, Nirvana-ს სიმღერას Polly ასრულებს.

ნახეთ: ჩესტერ ბენინგტონის პირველმა ჯგუფმა Grey Daze დოკუმენტური ფილმი გაავრცელა

Chester's Nirvana Cover

We found old footage of Chester singing Nirvana’s “Polly” 🤯

Posted by Grey Daze on პარასკევი, 29 მაისი, 2020

ცნობილია, რომ ჩესტერ ბენინგტონი "ნირვანას" დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. არტისტს ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ მის შემოქმედებაზე გავლენა სწორედ ხსენებულმა კოლექტივმა იქონია.

ჩესტერმა კარიერა 1992 წელს დაიწყო. 1993 წელს კი კასტინგის წარმატებით გავლის შემდეგ ის "გრეი დეიზის" ფრონტმენი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა კი მან ჯგუფ "ლინკინ პარკში" მოღვაწეობით მოიპოვა. ბენდთან ერთად ჩესტერმა 70 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა და გრემის პრესტიჟული ჯილდოს ორჯერ მოპოვებაც მოახერხა. 2017 წელს ჩესტერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული