Thumbnail

მულტიინსტრუმენტალისტი და პროდიუსერი, ტერეს მარტინი ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას Pig Feet ავრცელებს. სინგლი თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ეხმიანება. ჩანაწერში ცნობილი მუსიკოსები: დენზელ კარი, კამასი ვაშინგტონი, Daylyt და G Perico მონაწილეობენ.

ტერესმა მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო და დღემდე 5 ალბომი გამოუშვა. მისი შემოქმედება ჰიპ ჰოპის, ჯაზის, ფანკის, სოულისა და კლასიკური მუსიკის სინთეზია. მუსიკალური კარიერის განმავლობაში კალიფორნიელმა მულტიინსტრუმენტალისტმა ისეთ ცნობილ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Kendrick Lamar, Snoop Dogg, The Game, Busta Rhymes, Stevie Wonder, Charlie Wilson, Raphael Saadiq, YG და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული