Thumbnail

ცნობილმა ამერიკულმა მეტალ ბენდმა Lamb of God ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია Routes გაავრცელა. ტრეკი ბენდისვე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც 19 ივნისს გამოიცემა. ჩანაწერში ჯგუფ Testament-ის ფრონტმენი, ჩაკ ბილი მონაწილეობს.

მოუსმინეთ: Lamb of God - New Colossal Hate

მოუსმინეთ: Lamb of God კომპოზიციას Memento Mori ავრცელებს

ჯგუფს, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა, თავდაპირველად Burn the Priest უწოდეს. ამავე დასახელების სადებიუტო ალბომის გამოშვების შემდეგ კი ბენდმა Lamb of God დაირქვა. კოლექტივი ამერიკული ჰევი მეტალის ახალი ტალღის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება. მუსიკოსების ალბომებს Sacrament, Wrath, Resolution და VII: Sturm und Drang კომერციული წარმატება ხვდათ წილად. გრემიზე 5-ჯერ ნომინირებულ ჯგუფს აშშ-ში 2 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული