Thumbnail

ნახეთ: Take That-მა რობი უილიამსთან ერთად ონლაინ კონცერტი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა თავისი ყოფილი ჯგუფის Take That ამჟამინდელ წევრებთან: გერი ბარლოუსთან, ჰოვარდ დონალდთან და მარკ ოუენთან ერთად საქველმოქმედო ონლაინ კონცერტი გამართა. არტისტებმა კომპოზიციები თითქმის 40 წუთის განმავლობაში შეასრულეს. შემოსული თანხა იმ ფონდებში ჩაირიცხება, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო მუსიკის სფეროში მომუშავე უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს ეხმარებიან.

Take That მანჩესტერში 1989 წელს ჩამოყალიბდა. რობი უილიამსმა ჯგუფი სოლო კარიერის გამო 1995 წელს დატოვა. 1996 წელს კი კოლექტივი დაიშალა, თუმცა, 2005 წელს არტისტები უილიამსის გარეშე კვლავ შეიკრიბნენ. კარიერის განმავლობაში ბენდს 45 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2010 წელს ჯგუფმა რიგით მე-6 ალბომი ისევ რობი უილიამსთან ერთად ჩაწერა. 2012 წელს მუსიკოსებმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზეც დაუკრეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული