Thumbnail

Four Tet-მა პროექტით ⣎⡇ꉺლ༽இ•̛)ྀ◞ ༎ຶ ༽ৣৢ؞ৢ؞ؖ ꉺლ სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა, კიერან ჰებდენმა, პროექტით ⣎⡇ꉺლ༽இ•̛)ྀ◞ ༎ຶ ༽ৣৢ؞ৢ؞ؖ ꉺლ, ახალი სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. ასევე სიმბოლოებით დასათაურებული ნამუშევარი 4 კომპოზიციას მოიცავს.

► მოუსმინეთ: Four Tet-მა Caribou-ს კომპოზიციის Never Come Back რემიქსი გაავრცელა

► მოუსმინეთ: Four Tet-მა 9 ახალი კომპოზიცია გაავრცელა

მუსიკოსს ამ პროექტის ფარგლებში დღემდე ხუთი ჩანაწერი აქვს გამოცემული. 

კიერან ჰებდენმა, სასცენო სახელით Four Tet, მუსიკალური კარიერა 1995 წელს პოსტ როკ ბენდის Fridge შემადგენლობაში დაიწყო. მისი სადებიუტო სოლო ნამუშევარი Double Density კი 1997 წელს გამოვიდა. პროდიუსერი ფსევდონიმით Four Tet 1998 წლიდან მოღვაწეობს. ის ბრიტანული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. არტისტმა ბოლო ორი სტუდიური ალბომი საკუთარ ლეიბლზე Text Records გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული