Thumbnail

Tekashi 6ix9ine-ის კლიპი GOOBA იუთუბზე რამდენიმე საათით დაიბლოკა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული რეპერის, ტეკაში სიქსნაინის ბოლო კომპოზიციის GOOBA კლიპი, რომელმაც იუთუბზე არაერთი რეკორდი მოხსნა, პლატფორმაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. ამის მიზეზი კენიელი პროდიუსერის, Magix Enga-ს საჩივარი გახლდათ, რომელიც ტეკაშის ნამუშევარში მისი ერთ-ერთი ბითის უნებართვოდ გამოყენებაში სდებდა ბრალს.

Tekashi 6ix9ine-მა ახალი კომპოზიციის გამოშვება გადადო

Tekashi 6ix9ine არიანა გრანდესა და ჯასტინ ბიბერს დაუპირისპირდა

"ვიდეო მიუწვდომელია Magix Enga-ს საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საჩივრის გამო", - ეწერა GOOBA-ს ვიდეორგოლის ბმულზე.

"ჩემი ბითი უნებართვოდ გასემპლეს და წავაშლევინე", - აღნიშნავდა კენიელი პროდიუსერი ინსტაგრამის გვერდზე.

რამდენიმე საათის შემდეგ ვიდეო პლატფორმაზე კვლავ ხელმისაწვდომი გახდა. როგორც მოგვიანებით კენიელმა განაცხადა, მას რეპერის გუნდი დაუკავშირდა და გარკვეული თანხა გადაუხადა. 

"ძალიან მეცინება. ვიცი, რომ ახლა საოცრად იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ხართ", - ვიდეოს დაბრუნების შემდეგ მიმართა ტეკაშიმ ინსტაგრამზე მის კრიტიკოსებს.

ტრეკი GOOBA ტეკაშიმ 8 მაისს გამოუშვა. ნამუშევარმა იუთუბზე ორი რეკორდი მოხსნა - ის პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე გამოქვეყნებიდან 24 საათში 41 მილიონი ნახვა დააგროვა. ამასთან, სიქსნაინი პირველ ამერიკელ მუსიკოსად დასახელდა, რომლის კლიპმაც იუთუბზე 100 მილიონ ნახვას უმოკლეს დროში, 71 საათში მიაღწია.

წარმოშობით მექსიკელმა ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული