Thumbnail

ბილი აილიში თეთრკანიანებს აკრიტიკებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბილი აილიში კამპანიას All Lives Matter (ყველა სიცოცხლე ღირებულია) აკრიტიკებს, რომელიც აშშ-ში 25 მაისს პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საპროტესტო ლოზუნგის Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე ღირებულია) კვალდაკვალ სოციალურ ქსელებში წამოიწყეს. 18 წლის გოგონას თქმით, მისთვის გამაღიზიანებელია, რომ თეთრკანიანთა ნაწილი ამ ვითარებაშიც კი სვამს მსგავს აქცენტებს.

ბილი აილიშმა არაბული მუსიკა მდნარ შოკოლადს შეადარა

ბილი აილიშმა ის არტისტები დაასახელა, რომლებმაც მის მუსიკაზე გავლენა მოახდინეს

ბილი აილიშის განცხადებას რეპერებთან დაკავშირებით ინტერნეტში კრიტიკა მოჰყვა

“მთელი კვირის განმავლობაში ვცდილობდი, სათქმელი დელიკატურად გადმომეცა. ამას ბევრი ადამიანი წაიკითხავს, ამიტომ მინდა, მაქსიმალურად თავაზიანი ვიყო და თითოეული სიტყვა მოვზომო. მაგრამ - კიდევ ერთი თეთრკანიანი ადამიანისგან მაინც თუ გავიგებ მოწოდებას, "ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანიაო", ნამდვილად ჭკუიდან გადავალ. შეგიძლიათ, უბრალოდ, მოკეტოთ? არავინ ამბობს იმას, რომ თქვენი სიცოცხლე უმნიშვნელოა, ანაც იმას, რომ თქვენ არ გიწევთ რთული ცხოვრების გამოვლა. თქვენზე საერთოდ არაფერს ამბობენ. შეწყვიტეთ ამის კეთება, ეს არ გჭირდებათ, არ ხართ საფრთხეში. შევეცდები, დაგიღეჭოთ სათქმელი, რადგან მხოლოდ ასე თუ გაგაგებინებთ - თუ თქვენი მეგობარი ხელს გაიჭრის, ყველა სხვა მეგობარს დაურიგებთ სახვევებს, რადგან ყველას ხელი მნიშვნელოვანია? არა, თქვენ კონკრეტულად ამ ადამიანს დაეხმარებით, რადგან მას მოსდის სისხლი და მას სტკივა; ანაც, თუ ვინმეს ცეცხლმოკიდებულ სახლში გამომწყვდეულს დაინახავთ, სახანძროს ყველა მისამართზე გამოიძახებთ იმ მოტივით, რომ ყველა სახლი მნიშვნელოვანია?

მოგწონთ თუ არა ეს, თქვენ პრივილეგირებულები ხართ. შეიძლება, ღარიბი იყოთ, შეიძლება, რამის მისაღწევად ბრძოლა დაგჭირდეთ, მაგრამ კანის ფერი მაინც განიჭებთ იმაზე მეტ პრივილეგიას, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თუკი ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია, რატომ კლავენ შავკანიანებს მხოლოდ ფერის გამო? რატომ იდევნებიან იმიგრანტები? რატომ ეძლევათ თეთრკანიანებს იმაზე მეტი შესაძლებლობები, ვიდრე სხვა რასების წარმომადგენლებს? რატომ შეუძლიათ თეთრკანიანებს ლათინოამერიკელებზე ან აზიელებზე გავლენის მოპოვება? ამ მომენტში ჩვენ შავკანიანთა ჩაგვრის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეთ, რაც უკვე ასობით წელია, გრძელდება. სლოგანი "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" არ ნიშნავს, რომ სხვების სიცოცხლე უმნიშვნელოა. ეს, უბრალოდ, იმაზე ყურადღების გამახვილებაა, რომ საზოგადოება შავკანიანთა სიცოცხლეს არაფრად აგდებს", - წერს ბილი აილიში.

View this post on Instagram

#justiceforgeorgefloyd #blacklivesmatter

A post shared by BILLIE EILISH (@billieeilish) on

მუსიკოსები პოლიციელის მიერ შავკანიანი რეპერის მკვლელობას აპროტესტებენ

46 წლის ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე ერთი კვირაა, აშშ-ში საპტოტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული