Thumbnail

ნახეთ: Pussy Riot ახალ საპროტესტო კომპოზიციას "1312" ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

რუსული ფემინისტური პანკ ჯგუფი Pussy Riot არგენტინელ არტისტებთან: Parcas, Dillom და Muerejoven-თან ერთად ახალ საპროტესტო კომპოზიციას "1312" და მასზე შექმნილ კლიპს ავრცელებს. ნამუშევარი ლათინურ ამერიკაში ფემიციდის მზარდ შემთხვევებსა და პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებს ეხმიანება.

ნახეთ: რუსეთის პოლიციამ Pussy Riot-ის კლიპის გადაღების ჩასაშლელად შუქი გათიშა

2011 წელს შექმნილმა "ფუსი რაიოთმა" ფართო საზოგადოების ყურადღება 2012 წლის 21 თებერვალს მიიპყრო, როდესაც მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პანკ ლოცვა "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი" შეასრულა. ჯგუფის სამი წევრი ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუშევიჩი დააკავეს და რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი ხულიგნობის მუხლით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გოგონებმა ბრალი არ აღიარეს და განაცხადეს, რომ აქცია მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის იყო და მორწმუნეთა შეურაცხყოფას მიზნად არ ისახავდა. ჯგუფის შემადგენლობა ცვალებადია და მისი წევრების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული