Thumbnail

ნახეთ: Yo Gotti-მ თავის დაბადების დღეზე $1,3 მილიონის საჩუქრები იყიდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მემფისელ ჰიპ ჰოპ არტისტ მარიო მიმსს, სასცენო სახელით Yo Gotti, 27 მაისს 39 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით მუსიკოსმა საკუთარ თავს ძვირადღირებული საჩუქრები უსახსოვრა. მან "როლს როისის", "ფერარისა" და "ლამბორგინის" მარკის ავტომობილები, ასევე, შვეიცარიული ბრენდის Richard Mille მაჯის საათი შეიძინა. მარიომ ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გაავრცელა.

ნახეთ: Yo Gotti ვიდეორგოლს Pose ავრცელებს

"დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს თავს. მადლობა ყველა კოლეგასა და თაყვანისმცემელს, რომლებიც მუდმივად მხარს მიჭერდნენ. მადლიერებას გამოვხატავ თითოეული ადამიანის მიმართ, ვისი წყალობითაც ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ შემიძლია, საჩუქრებში მილიონები დავხარჯო", - ამბობს მუსიკოსი ვიდეოში.

მუსიკოსთან დაახლოებული პირების თქმით, რეპერმა "როლს როისში" $450 000, "ფერარიში" $375 000, ხოლო "ლამბორგინიში" $260 000 გადაიხადა, საათი კი $180,000 დაუჯდა. საჩუქრების ღირებულება ჯამურად 1,3 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს.

მარიომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად 2016 წელს გავრცელებული ალბომი The Art Of Hustle ითვლება, რომელმაც მუსიკალურ ჩარტებში მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია Down In The DM გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული