Thumbnail

გრაიმსმა გაამხილა, რას ეძახის შვილს სახელად X Æ A-Xii-ს შემოკლებით

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა მუსიკოსმა, გრაიმსმა გამოცემა Bloomberg-თან საუბარში მისი და ამერიკული კორპორაციის SpaceX დამფუძნებლის, ილონ მასკის შვილის მეტსახელი გაამხილა. ვინაიდან ბავშვის დაბადების მოწმობაში ჩაწერილი სახელი X Æ A-Xii მარტივად ვერ წამოითქმის, არტისტის თქმით, ის ბავშვს შემოკლებით Little X-ს (თარგმანში: პატარა იქსი) ეძახის.

გრაიმსმა და ილონ მასკმა შვილს სახელი შეუცვალეს

"X Æ A-Xii-ს შემოკლებით Little X-ს ვეძახი", - ამბობს მუსიკოსი.

გრაიმსსა და მასკს თავდაპირველად ბავშვისთვის X Æ A-12-ის დარქმევა სურდათ, თუმცა, რადგანაც ეს სახელი კალიფორნიის შტატის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, წყვილმა რომაული ციფრები გამოიყენა.

გრაიმსმა შვილის სახელი მისი დაბადებიდან რამდენიმე დღეში ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა:

"X აღნიშნავს უცნობ ცვლადს.
Æ - მე სწორედ ასე ელფურად ვწერ AI-ს, რაც ხელოვნურ ინტელექტს ნიშნავს.
A-12 კი ჩვენი ფავორიტი სადაზვერვო ხომალდია, SR-17-ის წინამორბედი. არანაირი იარაღი, არანაირი თავდაცვა და ძალადობა, მხოლოდ სიჩქარე.
A აგრეთვე გამოხატავს Archangel-ს, ეს ჩემი საყვარელი სიმღერის სახელია".

გრაიმსისა და ილონ მასკის ბიჭუნა 4 მაისს დაიბადა. წყვილმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო.

კლერ ელის ბუშემ, სასცენო სახელით Grimes, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება არენბის, დრიმპოპსა და ელექტრონიკას აერთიანებს. არტისტმა დღემდე 4 სტუდიური ალბომი გამოუშვა და ამდენჯერვე დაეუფლა Juno Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული