Thumbnail

მაისი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2020 წლის მაისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Freddie Gibbs & The Alchemist - God Is Perfect

ინდიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ფრედი გიბსმა და ვეტერანმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა, ალქემისთმა ახალი კოლაბორაციული ტრეკი God Is Perfect გავრცელეს. კომპოზიცია მათ ერთობლივ ალბომში Alfredo შევიდა, რომელიც გაყიდვაში 29 მაისს ჩაეშვა.

9. Sleaford Mods - Second

ბრიტანულმა ელექტროპანკ ჯგუფმა Sleaford Mods აქამდე გამოუცემელი კომპოზიცია Second და მასზე გადაღებული კლიპი გამოაქვეყნა. ვიდეორგოლში პოპულარული სერიალების Game of Thrones და Skins ვარსკვლავები, ქეით დიქი და ემა სტენსფილდი მონაწილეობენ. 

8. Melqo - Angels

ქართული მუსიკის კვოტით Melqo ჩვენს სიაში. ახალგაზრდა მუსიკოსმა, დავით მანჩხაშვილმა ახალი კომპოზიცია Angels გაავრცელა. ორენოვანი სიმღერა არტისტმა თვითიზოლაციის პირობებში ჩაწერა.

7. Deradoorian - It Was Me

სომხური წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა, ენჯელ დერადურიანმა ახალი კომპოზიცია It Was Me და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გაავრცელა. ტრეკი ალბომში Find The Sun იქნება წარმოდგენილი, რომელიც 18 სექტემბერს გამოიცემა.

6. Khruangbin - So We Won't Forget

ამერიკულმა ჯგუფმა Khruangbin ახალი კომპოზიცია So You Won’t Forget და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების რიგით მეოთხე ალბომში Mordechai შევა, რომელიც გაყიდვაში 26 ივნისს ჩაეშვება.

 5. Matt Berninger - Serpentine Prison

ჯგუფ The National-ის ფრონტმენმა, მეთ ბერნინგერმა ახალი კომპოზიცია Serpentine Prison და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო სოლო ალბომში შედის, რომელიც გაყიდვაში 2 ოქტომბერს ჩაეშვება.

4. Gorillaz - How Far? ft. Tony Allen & Skepta

ბრიტანულმა პროექტმა Gorillaz ახალი კომპოზიცია How Far? გამოუშვა. ჩანაწერში გრაიმ არტისტ Skepta-სთან ერთად, აფრობიტის ერთ-ერთი პიონერი, ტონი ალენი მონაწილეობს, რომელიც 30 აპრილს გარდაიცვალა. 

3. Einstürzende Neubauten - Alles in Allem

გერმანულმა ექსპერიმენტულმა კოლექტივმა Einstürzende Neubauten ახალი კომპოზიცია Alles in Allem და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. ნამუშევარი ჯგუფის ამავე სახელწოდების ალბომში შედის, რომელიც გაყიდვაში 15 მაისს ჩაეშვა.

2. Fontaines D.C. - A Hero's Death

ირლანდიურმა პოსტ პანკ ჯგუფმა Fontaines D.C. ახალი კომპოზიცია A Hero's Death და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. ის მუსიკოსების ახალ, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შედის, რომელიც გაყიდვაში 31 ივლისს ჩაეშვება. 

1. Dlina Volny - I'm Not Allowed

ბელარუსულმა პოსტ პანკ ბენდმა Dlina Volny ახალი კომპოზიცია I'm Not Allowed და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. ეს უკვე მეორე სინგლია, რომელიც ბენდმა ამერიკელი მუსიკოსისა და ჯგუფ Chromatics-ის დამაარსებლის, ჯონი ჯიუელის ლეიბლზე Italians Do It Better გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული