Thumbnail

Ras Green მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში იმყოფება, ესაჭიროება დახმარება

ვიდეოჟურნალის FlowFlow Magazine ინფორმაციით, ჰიპ ჰოპ არტისტი დავით პაქსაშვილი, იგივე Ras Green მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ის მესამე სართულიდან გადავარდა, რის შედეგადაც აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები.

ფინანსური დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა ქვემოთ მოცემულ ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ:

‼️‼️‼️გამარჯობათ მეგობრებო, ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინოთ... ჩვენი მეგობარი Ras Green დღეს დილით გადმოვარდა მესამე...

Posted by FlowFlow Magazine on Friday, May 29, 2020

 

დავით პაქსაშვილმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით გაერთიანებასთან თანამშრომლობდა. "მწვანე ოჯახის" წევრმა არტისტმა სადებიუტო ალბომი "56 პრობლემა" 2013 წელს გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული