Thumbnail

ქართულმა ჯგუფმა Lady Heroine ახალი კომპოზიცია Luka's Song და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის ავტორი ბენდის ფრონტმენი, კოტე კალანდაძე გახლავთ.

ნახეთ: ჯგუფმა Lady Heroine კომპოზიცია Eternal შეასრულა

Lady Heroine 2008 წელს თბილისში შეიქმნა. 2011 წელს ჯგუფმა სადებიუტო EP სახელად Elite გაავრცელა. 2013 წელს მუსიკოსებმა პირველი ალბომი Rise And Shine ჩაწერეს. ამის შემდეგ კი კიდევ ორი სტუდიური ნამუშევარი When We Were Drunk და Stay გამოუშვეს. Lady Heroine-ის შემადგენლობაში კოტე კალანდაძე (ვოკალი, გიტარა), გიორგი კორძახია (ბას გიტარა) და დიმიტრი ოგანესიანი (დრამი) არიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული