Thumbnail

ნახეთ: Lil Nas X-მა Elmo's Song შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ატლანტელი ქანთრი რეპერი, მონტერო ლამარ ჰილი, სასცენო სახელით Lil Nas X, სტრიმინგ პლატფორმა HBO Max-ის ახალ გადაცემას The Not-Too-Late Show ესტუმრა. საბავშვო რუბრიკაში Sesame Street მუსიკოსმა ერთ-ერთ პერსონაჟთან, ელმოსთან ერთად სიმღერა Elmo's Song შეასრულა.

Lil Nas X-მა შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული პერიოდი, 19 კვირა დაჰყო. მუსიკოსმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ორჯერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული