Thumbnail

ნახეთ: LOUDspeakers-მა ონლაინ კონცერტი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართული ჯგუფის LOUDspeakers წევრებმა, ლევან ლაუდაძემ და სანდრო წიკლაურმა, Velvet Session-ის ლაივ სესიების ფარგლებში, ონლაინ კონცერტი გამართეს. მუსიკოსებმა თითქმის 1 საათის განმავლობაში ბენდის კომპოზიციები: Questions, Old Dreamer, I Don't Blame You, Love & Fear, We Are One, Into The Wild, Fallen In You, In This World და World In My Eyes, აგრეთვე, Gorillaz-ის, Editors-ისა და მადონას ტრეკების მიქსი შეასრულეს.

Soundwave Home Sessions: LOUDspeakers

Posted by Velvet Session on ხუთშაბათი, 28 მაისი, 2020

LOUDspeakers თბილისში 2009 წელს შეიქმნა. ჯგუფში 4 წევრია: ლევან ლაუდაძე, სანდრო წიკლაური, ლევან მამალაძე და გიორგი ტეცოშვილი. ბენდის სადებიუტო სტუდიური ალბომი Light House 2015 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული