Thumbnail

მოუსმინეთ: Diplo ახალ სტუდიურ ალბომს Snake Oil ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი Diplo რიგით მეორე სტუდიურ ალბომს Diplo Presents Thomas Wesley Chapter 1: Snake Oil ავრცელებს. ნამუშევარი 12 ტრეკს აერთიანებს. ჩანაწერში ისეთი ცნობილი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Young Thug, Jonas Brothers, Orville Peck და სხვები.

ნახეთ: Diplo-ს კონცერტი ბრაზილიაში სროლის გამო ჩაიშალა

თომას ვესლიმ, სასცენო სახელით Diplo, მოღვაწეობა 1997 წელს დაიწყო. ის პოპულარული ამერიკული პროექტის Major Lazer ერთ-ერთი დამაარსებელია. 2013 წელს მუსიკოსმა სქრილექსთან ერთად EDM დუეტი Jack Ü ჩამოაყალიბა. 2016 წელს მათმა ერთობლივმა ალბომმა Skrillex and Diplo Present Jack Ü გრემის ჯილდო საუკეთესო ელექტრონული ალბომის კატეგორიაში მოიპოვა. 2018 წელს დიჯეი სუპერჯგუფ LSD-ს შეუერთდა, რომლის წევრები ინგლისელი არტისტი Labrinth და ავსტრალიელი Sia არიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული