Thumbnail

მოუსმინეთ: ტომ იორკმა 24 კომპოზიციისგან შემდგარი ფლეილისტი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტომ იორკმა ინტერნეტსერვის Sonos Radio-ს სადგურისთვის In the Absence Thereof... 24 კომპოზიციისგან შემდგარი ფლეილისტი სახელწოდებით In The Absence Thereof…v1 გამოაქვეყნა. ტომ იორკის რჩეულ ტრეკებს შორის მოხვდა ისეთი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ჯეიმს ბლეიკი, Little Simz და სხვები.

ნახეთ: ტომ იორკმა ახალი სიმღერა Plasticine Figures ონლაინ შეასრულა

ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული