Thumbnail

ნახეთ: Owen-მა 305 მეტრ სიმაღლეზე სიმღერა A New Muse შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკული როკ ჯგუფის American Football ვოკალისტმა, მაიკ კინსელამ, სოლო პროექტის Owen ფარგლებში, ქალაქ ჩიკაგოში, 305 მეტრ სიმაღლეზე პერფორმანსი გამართა. არტისტმა კომპოზიცია A New Muse შეასრულა, რომელიც მის მომავალ ალბომში The Avalanche იქნება წარმოდგენილი. ჩანაწერი გაყიდვაში 19 ივნისს ჩაეშვება.

აღსანიშნავია, რომ ლაივის ჩატარების გარდა მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია On With The Show გაავრცელა.

სოლო პროექტი Owen მაიკმა 2001 წელს ჩამოაყალიბა. დღემდე მან 10 სტუდიური ალბომის გამოცემა მოასწრო. შემსრულებლის შემოქმედება ძირითადად ინდი როკს მოიცავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული