Thumbnail

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა, სკოტ სთორჩმა ახალი კომპოზიცია Fuego Del Calor გაავრცელა. მუსიკოსის სადებიუტო სინგლში პუერტორიკოელი არტისტი Ozuna და კალიფორნიელი რეპერი Tyga მონაწილეობენ.

ნიუ იორკში დაბადებული მუსიკოსი ამჟამად ფილადელფიაში ცხოვრობს. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში The Roots დაიწყო. სკოტის კარიერული აღმავლობა კი 2000-იან წლებს უკავშირდება.

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობითაა ცნობილი, როგორებიც არიან: Dr. Dre, 50 Cent, Beyonce, Christina Aguilera, The Roots, Pink, Lil Kim, Chris Brown, Snoop Dogg, Common, Nas, DMX და სხვა. სწორედ სკოტმა შექმნა ინსტრუმენტალები ისეთი ჰიტებისთვის, როგორებიცაა: You Got Me, Still D.R.E., Candy Shop, Cry Me A River, Break Ya Neck და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ არტისტი 2000-იანი წლების ბოლოს შემოქმედებით მოღვაწეობას ჩამოშორდა. 2015 წელს კი ერთ დროს მრავალმილიონიანი ქონების მფლობელმა პროდიუსერმა თავი გაკოტრებულად ცნო. ამის შემდეგ სკოტი მუსიკალურ ინსტრუმენტებს დაუბრუნდა და არაერთ წარმატებულ არტისტთან ითანამშრომლა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული