Thumbnail

ფოტოგალერეა: რიანას ოკეანის სანაპიროზე $18,5-მილიონიანი სახლის შეძენა სურს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

დასავლური მედიის ინფორმაციით, ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი, რიანა, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, ამერიკაში, ოკეანის სანაპიროზე უძრავი ქონების შეძენით არის დაინტერესებული. მან უკვე შეარჩია ნიუ იორკის შტატში, საგაპონაკის დასახლებაში მდებარე $18,5 მილიონად ღირებული სახლი. როგორც გაზეთი NY Post წყაროზე დაყრდნობით წერს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რირის მისი დაქირავება სურდა 800 000 დოლარად, თუმცა, ზაფხულის სეზონზე ვილას უკვე გამოუჩნდა დროებითი მეპატრონე.

ნახეთ: ქანიე ვესთმა თავისი ბავშვობის სახლი $225,000-ად დაიბრუნა

ატლანტის ოკეანის სანაპიროზე 400 კვ.მ. ფართობის ოთხსაძინებლიანი სახლი და ღია საცურაო აუზია განთავსებული.

NY Post-ის ცნობით, მომღერალი, რომელიც ჰიდროციკლების მოყვარულია, სანაპიროზე მდებარე სხვა სახლებს შორისაც ეძებს სასურველ ვარიანტს. "მას ბიუჯეტი არ აქვს გამოყოფილი, უბრალოდ, იცის, რა სურს", - ამბობს წყარო.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული