Thumbnail

ნახეთ: Radiohead-მა 1994 წელს ლონდონში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Radiohead 1994 წლის 27 მაისს ლონდონში, London Astoria-ს სივრცეში გამართული კონცერტის სრული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ღონისძიებაზე ბენდმა საათზე მეტი ხნის განმავლობაში 17 კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის: Creep, Fake Plastic Trees, Just, Street Spirit და სხვები.

ნახეთ: Radiohead სესიის The King of Limbs: Live from the Basement ჩანაწერს ავრცელებს

ნახეთ: Radiohead-მა 2006 წელს Bonnaroo-ზე გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

ნახეთ: Radiohead-მა 2012 წელს კოაჩელაზე გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

"რედიოჰედი" ქალაქ აბინგდონში 1985 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა 1992 წელს სადებიუტო სინგლი Creep გამოუშვეს, რომელიც მომდევნო წელს, მათი პირველი ალბომის Pablo Honey გამოსვლისთანავე, მსოფლიო ჰიტად იქცა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 30 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. 3 გრემის მფლობელმა ბენდმა ბოლო ნამუშევარი A Moon Shaped Pool 2016 წელს გაავრცელა. 2019 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული