Thumbnail

29 მაისს გაყიდვაში ახალგაზრდა ატლანტელი მამბლ რეპერის, მაილს პარკს მაქკალუმის, ფსევდონიმით Lil Yachty, ახალი ალბომი "Lil Boat 3" ჩაეშვა. მსმენელის განსაკუთრებული ყურადღება კომპოზიციამ T.D მიიქცია, რადგან მასში თაობის გამორჩეულ არტისტებს, ASAP Rocky-სა და Tyler, The Creator-ს ვხვდებით. მათთან ერთად ტრეკში კიდევ ერთი ნიჭიერი ახალბედა შემსრულებელი Tierra Whack მონაწილეობს.

მოუსმინეთ: Lil Yachty ახალ ალბომს Lil Boat 3 ავრცელებს

ნახეთ: Lil Yachty - Split | Whole Time

ნახეთ: Lil Yachty x Drake x DaBaby - Oprah's Bank Account

მაილს პარკს მაქკალუმი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი გახლავთ. ატლანტელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერთან ერთად, 4 ალბომის გამოშვებაც მოასწრო. ლილ იარის მამბლ რეპერად მოიხსენიებენ, თუმცა, ავტორი საკუთარ მუსიკას Bubblegum Trap-ს უწოდებს. ახალგაზრდა არტისტის განცხადებით, ის დრეიქის მუსიკაზე გაიზარდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული