Thumbnail

მოუსმინეთ: Lil Yachty ახალ ალბომს Lil Boat 3 ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაილს პარკს მაქკალუმმა, ფსევდონიმით Lil Yachty, გაყიდვაში ახალი ალბომი "Lil Boat 3" ჩაუშვა. მამბლ რეპერის რიგით მეოთხე სტუდიური ნამუშევარი 19 კომპოზიციას აერთიანებს. ჩანაწერის ფარგლებში ლილ იარიმ არაერთ ცნობილ კოლეგასთან ითანამშრომლა, მათ შორის ASAP Rocky, Tyler, The Creator, Drake, Future, Lil Durk, Mike WiLL Made-It, Young Thug, DaBaby, Lil Keed, Tierra Whack და სხვა მუსიკოსები არიან.

ნახეთ: Lil Yachty - Split | Whole Time

ნახეთ: Lil Yachty x Drake x DaBaby - Oprah's Bank Account

ნახეთ: Lil Yachty კლიპში კაბით გამოჩენის გამო გააკრიტიკეს

მაილს პარკს მაქკალუმი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი გახლავთ. ატლანტელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერთან ერთად, 4 ალბომის გამოშვებაც მოასწრო. ლილ იარის მამბლ რეპერად მოიხსენიებენ, თუმცა, ავტორი საკუთარ მუსიკას Bubblegum Trap-ს უწოდებს. ახალგაზრდა არტისტის განცხადებით, ის დრეიქის მუსიკაზე გაიზარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული