Thumbnail

სიმღერა, რომელიც პოლ მაკკარტნიმ ტეილორ სვიფტის შთაგონებით დაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, პოლ მაკკარტნის დიდი თაყვანისმცემელია. მომღერალს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ მისი, როგორც "ბითლზის" წევრისა და სოლო არტისტის მოღვაწეობიდან შთაგონებას იღებს. ტეილორის კარიერას თვალს თავად პოლიც ადევნებს. მეტიც, ბოლო ალბომში Egypt Station შესული კომპოზიცია Who Cares სწორედ ამერიკელი შემსრულებლის ინსპირაციით დაწერა.

პოლ მაკკარტნი: ამ სიმღერას ცრემლების გარეშე ვერ ვუსმენ

პოლ მაკკარტნი: რა მუსიკასაც ბილი აილიში საძინებელში ქმნის, განსაკუთრებულია

როგორც მაკკარტნიმ 2018 წელს ტელეკომპანია BBC-ის განუცხადა, ინტერნეტ ბულინგის თემაზე შექმნილი კომპოზიციის წერისას, ტეილორისა და მისი ახალგაზრდა ფანების მეგობრულ ურთიერთობაზე ფიქრობდა:

"სინამდვილეში იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორი ახლო ურთიერთობა აქვს ტეილორს თავის ახალგაზრდა თაყვანისმცემლებთან. წარმოვიდგინე, რომ მის რომელიმე ფანს ვეკითხებოდი - დაუჩაგრიხარ ვინმეს-მეთქი?. შემდეგ კი ვთქვი - "ვის ანაღვლებს, რას იტყვიან შენზე იდიოტები? ვის და მე".

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსები ერთ სცენაზე 2015 წელს გამოჩდნენ, როცა ამერიკული სატელევიზიო შოუს Saturday Night Live წამყვანთან, ჯიმი ფელონთან ერთად ტეილორის კომპოზიცია Shake It Off შეასრულეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული