Thumbnail

ბილი აილიშმა არაბული მუსიკა მდნარ შოკოლადს შეადარა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა კომპანია Apple-ის რადიოსადგურის Beats 1 გადაცემაში me & dad radio, რომლის წამყვანებიც თავად ბილი და მამამისი არიან, გაამხილა, რომ არაბული მუსიკა ძალიან მოსწონს. მან ლიბანელი მომღერალი, ნენსი აჯრამი გამოარჩია.

► ბილი აილიშმა ის არტისტები დაასახელა, რომლებმაც მის მუსიკაზე გავლენა მოახდინეს

"ახლა უნდა წარმოგიდგინოთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი სიმღერა. ეს გახლავთ ლიბანელი მუსიკოსის, ნენსი აჯრამის კომპოზიცია Fi Hagat. ნენსი ძალიან მიყვარს. ეს ტრეკი კი ერთ-ერთ სახალისო ვიდეოს ედო ფონად და იქიდან აღმოვაჩინე. ისე მომეწონა, რომ ერთი პერიოდი ყოველდღე ვუკრავდი. ბევრი რამ მაკავშირებს ამ ჩანაწერთან. მას შემდეგ ნენსის ყველა ნამუშევარს მოვუსმინე და აღფრთოვანებული დავრჩი. არაბულ მუსიკას ისეთი სასიამოვნო ჟღერადობა აქვს, როგორიც მდნარ შოკოლადს", - ამბობს ბილი.

აილიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნენსი აჯრამი:

"ჩვენც გვიყვარხარ, ბილი. შენი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები ვართ. ჩემი შვილები სახლში სულ შენს სიმღერებს უსმენენ".

გადაცემის მსვლელობის დროს ბილიმ სირიელი მომღერალი, ომარ სულეიმანიც შეაქო და მსმენელებს მისი კომპოზიცია Wenu Wenu მოასმენინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული