Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Protomartyr ახალი კომპოზიცია Michigan Hammers და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში Ultimate Success Today იქნება წარმოდგენილი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, 29 მაისის ნაცვლად, 17 ივლისს გამოიცემა.

ნახეთ: Protomartyr - Worm In Heaven

ნახეთ: Protomartyr - Processed By The Boy

პოსტ პანკ კოლექტივი Protomartyr ქალაქ დეტროიტში 2008 წელს ჩამოყალიბდა. ოთხ წელიწადში ბენდმა სადებიუტო ალბომი No Passion All Technique გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული