Thumbnail

ნახეთ: The Diplomats კლიპს By Any Means ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანება The Diplomats მსმენელს კომპოზიციაზე By Any Means გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. დიპლომატების ჩანაწერის პროდიუსერი J Armz გახლავთ. ტრეკი ჰარლემური კოლექტივის 2019 წლის ალბომის Diplomatic Ties ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: ჰიპ ჰოპ გაერთიანება The Diplomats ალბომს Diplomatic Ties ავრცელებს

ნახეთ: ჰიპ ჰოპ კოლექტივი The Diplomats ჩანაწერის On God ვიდეორგოლს აქვეყნებს

ნახეთ: ჰიპ ჰოპ კოლექტივი The Diplomats კომპოზიციის Sauce Boyz კლიპს ავრცელებს

ჯგუფი 1999 წელს ჰარლემში ჩამოყალიბდა. ჰიპ ჰოპ კოლექტივმა პოპულარობის პიკს ორიათასიან წლებში მიაღწია. 2003 წელს გაყიდვაში "დიპლომატების" სადებიუტო ალბომი Diplomatic Immunity ჩაეშვა. ნამუშევარი კომერციულად წარმატებული გამოდგა და ოქროს სტატუსის მფლობელიც გახდა. 2004 წელს "დიფსეთის" მორიგი წარმატებული ალბომი Diplomatic Immunity 2 გამოქვეყნდა. 2019 წელს კი ჰარლემური გაერთიანება მსმენელს 14-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სტუდიური ჩანაწერით Diplomatic Ties დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული