Thumbnail

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯერალდ ჯილამი, ფსევდონიმით G-Eazy, მსმენელს ახალ კომპოზიციას Stan By Me სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი Marshmello გახლავთ. ტრეკი ჯი-იზის პოპ როკ ალბომში Everything’s Strange Here შევა, რომელიც გაყიდვაში 5 ივნისს ჩაეშვება.

მოუსმინეთ: G-Eazy - Don't Think Twice | VCR

ნახეთ: G-Eazy - Moana Ft. Jack Harlow

მოუსმინეთ: Joyner Lucas x G-Eazy x Yandel - Lotto (Remix)

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული