Thumbnail

ცნობილი ამერიკელი ქანთრი მუსიკოსი, დოლი პარტონი ახალ კომპოზიციას When Life Is Good Again და მასზე გაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. არტისტმა სიმღერა კორონავირუსის პანდემიის დროს, თვითიზოლაციის პირობებში დაწერა.

ქანთრის დედოფლად წოდებული დოლი რებექა პარტონი 3,000-ზე მეტი სიმღერის ავტორია. მისი კომპოზიციები ოთხი ათწლეულის განმავლობაში 25-ჯერ მოხვდა "ბილბორდის" ქანთრი მუსიკის ჩარტების სათავეში. 1999 წელს არტისტი ქანთრი მუსიკის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2004 წელს ჟურნალმა Rolling Stone მისი კომპოზიცია Jolene ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერას შორის დაასახელა. მისი ნამუშევრის I Will Always Love You ქავერ ვერსია კი მომღერალ უიტნი ჰიუსტონის შესრულებით ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული