Thumbnail

ატლანტელი არენბი შემსრულებელი, რიკარდო ვალდეს ვალენტინი, ფსევდონიმით 6LACK, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია ATL გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერები Gravez და FWDSLXSH არიან.

მოუსმინეთ: Vince Staples x 6LACK x Mereba - Yo Love

ნახეთ: Kenny Beats & 6LACK - The Cave

ნახეთ: 6LACK ვიდეორგოლს Seasons ავრცელებს

ბლექმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. მუსიკოსმა 2016 წელს გაყიდვაში სადებიუტო, დღეისთვის ოქროს სტატუსის მფლობელი ალბომი Free 6lack ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის მთავარი კომპოზიცია Prblms გახლავთ. მსოფლიოში ტრეკის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. 2019 წელს არენბი შემსრულებელმა მეორე ჩანაწერი East Atlanta Love Letter გამოაქვეყნა, რომელმაც ბლექს კიდევ უფრო დიდი აღიარება მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული