Thumbnail

გარდაცვლილი 21 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯარად ჰიგინსის, ფსევდონიმით Juice WRLD, წარმომადგენლები მუსიკოსის ახალ კომპოზიციას Tell Me U Luv Me და მასზე შექმნილ კლიპს ავრცელებენ. ჩანაწერში ჯუსისთან ერთად ოჰაიოელი რეპერი, Trippie Redd მონაწილეობს. სინგლი ჰიგინსის რიგით მესამე ალბომში Outsiders შევა, რომელიც 2020 წელს გამოიცემა.

გარდაცვლილი Juice WRLD-ის ახალ ალბომს Outsiders ერქმევა

ნახეთ: Trippie Redd - Excitement Ft. PARTYNEXTDOOR

ჰიგინსმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წლის სადებიუტო მიქსტეიპით "9 9 9" გაიცნო. 2018 წელს რეპერმა გაყიდვაში პირველი ალბომი Goodbye & Good Riddance ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლი პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Lucid Dreams გახლავთ. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Death Race For Love ჯუსიმ 2019 წლის მარტში გაავრცელა. შემსრულებელს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები. 2019 წლის 8 დეკემბერს მუსიკოსი ოპიოიდური პრეპარატების, კოდეინისა და ოქსიკოდონის ზედოზირებამ იმსხვერპლა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული