Thumbnail

ახალგაზრდა ანდერგრაუნდ რეპერებისგან შემდგარი ნიუ იორკული ჯგუფი Flatbush ZOMBiES მსმენელს კომპოზიციას iamlegend და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკის პროდიუსერი ტრადიციულად გაერთიანების წევრი The Architect გახლავთ. ჩანაწერი კოლექტივის მომავალ EP-ში სახელწოდებით Now, More Than Ever იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 5 ივნისს ჩაეშვება.

ნახეთ: Flatbush ZOMBiES - Monica Ft. Tech N9ne

ნახეთ: Flatbush ZOMBiES კომპოზიციის New World Order ვიდეორგოლს ავრცელებს

ჯგუფი 2010 წელს ბრუკლინში ჩამოყალიბდა. ფართო საზოგადოებამ კოლექტივი 2013 წლის მიქსტეიპით Betteroffdead გაიცნო. 2014 წელს ფლეთბუშმა კიდევ ერთ ნიუ იორკულ გაერთიანებასთან The Underachievers ერთად EP სახელწოდებით Clockwork Indigo გამოუშვა. დღემდე "ზომბებმა" გაყიდვაში ორი სტუდიური ალბომი ჩაუშვეს. 2019 წლის დასაწყისში ახალგაზრდა რეპერებმა წლის ერთ-ერთი გამორჩეული ალბომის Escape From New York შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული