Thumbnail

ნახეთ: Madonna-ს შვილი მაიკლ ჯექსონის ჰიტზე They Don’t Care About Us ცეკვავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მადონა ტვიტერზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მისი 14 წლის შვილი, დევიდ ბანდა აშშ-ში პოლიციელის მიერ მოკლული შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად მაიკლ ჯექსონის ჰიტზე They Don’t Care About Us (თარგმანში: მათ არ ვანაღვლებთ) ცეკვავს.

მუსიკოსები პოლიციელის მიერ შავკანიანი რეპერის მკვლელობას აპროტესტებენ

"ამ სასტიკი მკვლელობის ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო. ჩემი ვაჟი, დევიდი ჯორჯისა და მისი ოჯახის პატივსაცემად ცეკვავს. ასევე, რასიზმისა და დისკრიმინაციის ფაქტების ხაზგასასმელად, რაც ამერიკის ყოველდღიურობას წარმოადგენს", - ასათაურებს არტისტი ვიდეოს.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი, რომელიც წლების წინ ჰიუსტონის ჰიპ ჰოპ სცენაზე ფსევდონიმით Big Floyd მოღვაწეობდა 25 მაისს, დაკავებისას მოკლეს. თეთრკანიანი სამართალდამცველის მიერ შავკანიანის მკვლელობას ქვეყნის მასშტაბით პროტესტის ტალღა მოჰყვა. მოქალაქეები დერეკ შოვინის გასამართლებას რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე ადამიანის მკვლელობისთვის მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული