Thumbnail

ნახეთ: როზალია და ტრევის სკოტი კლიპს TKN ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ესპანელმა პოპვარსკვლავმა, როზალიამ და პოპულარულმა ტექსასელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტრევის სკოტმა ახალი კომპოზიცია TKN და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელეს. ნამუშევარი, სავარაუდოდ, როზალიას მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი. ჩანაწერს რეპერი ორ ენაზე, ინგლისურად და ესპანურად ასრულებს.

Rosalía: ჩემი და ბილი აილიშის ერთობლივი სიმღერა თითქმის მზად არის

ეს არტისტების პირველი თანამშრომლობა არაა. როზალიამ 2019 წლის დეკემბერში რეპერ Lil Baby-სთან ერთად ტრევისის ჰიტის Highest in the Room რემიქს ვერსიაში მიიღო მონაწილეობა.

როზალიას შემოქმედება ფლამენკოსა და ალტერნატიულ არენბის აერთიანებს. შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: ფარელ უილიამსი, ჯეიმს ბლეიკი, ტრევის სკოტი და ა.შ. 2020 წელს მომღერალმა გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო ლათინური როკ, ურბანული ან ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა სტუდიური ნამუშევრით El Mal Querer.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული