Thumbnail

Troy Ave: ტეკაში სიქსნაინი ჯიმ ჯონსმა უნდა მოკლას

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა რეპერმა, Troy Ave-მ საავტორო პოდკასტში The Facto Show სხვადასხვა თემაზე საუბრისას პოპულარული არტისტის, ტეკაში სიქსნაინის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ახალგაზრდა შემსრულებელი ნიუ იორკელმა მუსიკოსმა, ჯიმ ჯონსმა უნდა მოკლას, რადგანაც ამ უკანასკნელის მეგობარი Mel Murda სწორედ ტეკაშის დამსახურებით ჩასვეს ციხეში.

"თუ საუბრობენ ქუჩაზე, მის წესებსა და კანონებზე, გეტყვით, ტექნიკურად რა უნდა მომხდარიყო. ჯიმ ჯონსს უნდა მოეკლა ტეკაში, რადგანაც მისი მეგობარი Mel Murda გამოძიებასთან დაასმინა. ვნახოთ, რა იქნება. სავარაუდოდ, არც არაფერი, რადგანაც ქუჩის კანონები მითია", - ამბობს Troy Ave.

შეგახსენებთ, რომ ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით 2019 წლის იანვარში სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ. სასამართლომ მას საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სიქსნაინმა კორონავირუსის საფრთხის გამო საპატიმრო 3 აპრილს დატოვა და სასჯელის დარჩენილ ვადას სახლში იხდის. მან პირველი კლიპი GOOBA უკვე გაავრცელა, რომელშიც საკუთარ გამკრიტიკებლებს დასცინის.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული