Thumbnail

ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რადრიკ დევისი, ფსევდონიმით Gucci Mane, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. სამხრეთელმა ახალი თრეფ კომპოზიცია Both Sides და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა, ასევე ატლანტელი Lil Baby მონაწილეობს, რომელმაც გუჩისთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ჩანაწერი დევისის მომავალი ალბომის სინგლია.

Gucci Mane: ჩემი მტრებისთვის სახლში ალიგატორი მყავს

გუჩი მეინმა, რომელიც თავს ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერს უწოდებს, მუსიკალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. მანამდე სამხრეთელი რეპერი ნარკომოვაჭრე და განგსტერი გახლდათ. ატლანტელი მუსიკოსი კანონდარღვევების გამო, ციხის გისოსებს მიღმა სამჯერ აღმოჩნდა. არტისტის დისკოგრაფიაში, რომელიც მიქსტეიპების სიმრავლით გამოირჩევა, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული