Thumbnail

ინდიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ფრედი გიბსმა და ვეტერანმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა, ალქემისთმა ახალი კოლაბორაციული ტრეკი "1985" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს. ჩანაწერი კოლეგების ერთობლივი სტუდიური ნამუშევრის Alfredo სინგლია.

ნახეთ: Freddie Gibbs & Madlib - The Diamond Mine Sessions

Freddie Gibbs: ქენდრიქ ლამარი და ბლექ თოთი დღეს საუკეთესო რეპერები არიან

The Alchemist: მედლიბთან შეჯიბრი არ მსურს, გამანადგურებს

ფრედი გიბსი საკუთარი კარიერის მწვერვალზეა. ამას ჟანრის გამორჩეულ პროდიუსერებთან, მედლიბთან და ალქემისთთან ერთად შექმნილი კოლაბორაციებიც მოწმობს. ფრედიმ და ალქემისთმა მოღვაწეობის განმავლობაში არაერთ წარმატებულ კომპოზიციაზე ითანამშრომლეს. 2018 წელს კოლეგებმა სამხრეთელი რეპერის, ქარენსის მონაწილეობით ერთობლივი ალბომი FETTI გამოაქვეყნეს, რომელმაც მსმენელისა და მუსიკის კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული