Thumbnail

მოუსმინეთ: ლედი გაგა ახალ ალბომს Chromatica ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ლედი გაგამ რიგით მეექვსე სტუდიური ნამუშევარი Chromatica გაავრცელა. 16 კომპოზიციისგან შემდგარ ალბომში ლეგენდარულ მუსიკოს ელტონ ჯონთან, პოპ შემსრულებელ არიანა გრანდესა და სამხრეთკორეულ ჯგუფ Blackpink-თან თანამშრომლობით ჩაწერილი კომპოზიციებია წარმოდგენილი.

ლედი გაგა: ახალი ალბომი ჩემმა ძალიან მტკივნეულმა დაშორებებმა დამაწერინა

ეს პირველი სტუდიური ალბომია, რომელიც გაგამ 2016 წელს გავრცელებული Joanne-ს შემდეგ გამოუშვა.

11 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული