Thumbnail

ნახეთ: SiR ტრეკს Wires In The Way ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი, სერ ფარისი, ფსევდონიმით SiR, მედიაპლატფორმას Colors კიდევ ერთხელ ესტუმრა. მუსიკოსმა გადაცემაში A Colors Show კომპოზიცია Wires In The Way შეასრულა. ტრეკი სერის ალბომის Chasing Summer ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: SiR კომპოზიციას John Redcorn ასრულებს

ნახეთ: SiR ვიდეორგოლს John Redcorn ავრცელებს

ნახეთ: D Smoke და SiR კლიპს Lights On ავრცელებენ

არენბისა და სოულის შემსრულებელმა კარიერა 2012 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პოპულარობა 2015 წლის ჩანაწერით Seven Sundays მოიპოვა. ამავე წელს სერი Top Dawg Entertainment-ის წევრი გახდა. 2016-17 წლებში კალიფორნიელმა არტისტმა ორნაწილიანი EP სახელად HER და HER TOO გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ გაყიდვაში სერის სადებიუტო ალბომი November ჩაეშვა, რომელმაც მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. 2019 წლის აგვისტოში კი არტისტის დღეისთვის ბოლო ალბომი Chasing Summer გამოიცა. მისი ცნობილი კომპოზიციებია: Hair Down, That's Why I Love You, D'Evils, Queen, Summer In November, All In My Head, Cadillac Dreams, Something Foreign და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული