Thumbnail

ნახეთ: The 1975 გრეტა თუნბერგთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციის ვიდეოს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა The 1975 ბენდისვე სახელწოდების მქონე კომპოზიციაზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გაავრცელა. ტრეკში 17 წლის შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა თუნბერგი მონაწილეობს, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თავისივე დაწერილ ტექსტს კითხულობს. ჩანაწერი ბენდის ბოლო ალბომში Notes on a Conditional Form არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 22 მაისს ჩაეშვა. 

► ნახეთ: The 1975 - Tonight (I Wish I Was Your Boy)

► მოუსმინეთ: The 1975 - Guys

► ნახეთ: The 1975 - If You’re Too Shy (Let Me Know)

The 1975 მანჩესტერში 2002 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Girls, Robbers და The Sound. ბენდის მუსიკალური მიმართულება ინდი როკს, პოპ როკსა და ელექტროპოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული