Thumbnail

მოუსმინეთ: ლედი გაგა და BLACKPINK სიმღერას Sour Candy ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ პოპულარულ სამხრეთკორეულ ჯგუფ BLACKPINK-თან თანამშრომლობით ჩაწერილი კომპოზიცია Sour Candy გაავრცელა. ტრეკი გაგას მომავალ ალბომში Chromatica იქნება წარმოდგენილი, რომელიც 29 მაისს გამოიცემა. ეს მუსიკოსების პირველი თანამშრომლობაა.

► მოუსმინეთ: ლედი გაგამ და არიანა გრანდემ სიმღერა Rain On Me გაავრცელეს

► ლედი გაგა: ახალი ალბომი ჩემმა ძალიან მტკივნეულმა დაშორებებმა დამაწერინა

► ლედი გაგა: ელტონი ყოველთვის გრძნობს, როდის ვეშვები ფსკერზე

"როცა მათ დავურეკე და ვკითხე, ხომ არ ისურვებდნენ ჩემთან ერთად სიმღერის დაწერას, ძალიან ბედნიერები და მოტივირებულები ჩანდნენ. ამ თანამშრომლობით მეც ძალიან ვისიამოვნე. გამიხარდა, როცა მითხრეს, რომ მას კორეულ ინტერპრეტაციას მისცემდნენ. ვუთხარი, რომ ჩანაწერის ეს ნაწილი ძალიან კრეატიული და სახალისო გამოვიდა. გოგონების სასიმღერო ხმის მოსმენამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან ვამაყობ, რომ ამ ნამუშევარში "ბლექფინქის" მეხუთე წევრი გავხდი", - აღნიშნა გაგამ იაპონურ გამოცემა TV Groove-თან საუბარში.

11 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული